10 იანვარი 2024

როგორ (და რატომ) ვესაუბროთ ბავშვებს სიძულვილის ენის შესახებ

სიძულვილის ენა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ონლაინ კომუნიკაციის ზრდამ განსაკუთრებულად შეუწყო ხელი მის სწრაფ და ფართოდ გავრცელებას. პირად თუ ონლაინ ურთიერთობაში, გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველა ბავშვი წააწყდება სიძულვილის ენას. მნიშვნელოვანია, მშობლებმა ვესაუბროთ ბავშვს სიძულვილის ენის შესახებ, რათა დავეხმაროთ მის ამოცნობაში და ვასწავლოთ, როგორ…, სიძულვილის ენის შემთხვევები, რას ნიშნავს სიძულვილის ენა?, სიძულვილის ენა შეიძლება აღვწეროთ, როგორც ვერბალური, ნაწერით ან ქცევით გამოხატული კომუნიკაცია, რომლითაც ხდება თავდასხმა ან დისკრიმინაცია ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ მისი იდენტობის მახასიათებლის გამო, როგორიცაა რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, ეროვნება, რასა, კანის ფერი, წარმომავლობა, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი, გენდერი ან სექსუალური ორიენტაცია,…, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სიძულვილის ენამ ბავშვებს?, ბავშვები და ახალგაზრდები სიძულვილის ენის წინაშე განსაკუთრებულად დაუცველები არიან. როცა ბავშვებს ესმით ან კითხულობენ უშუალოდ მათ, ან მათი იდენტობის - რასის, კანის ფერისა თუ გენდერის მიმართ სიძულვილის ენით გაჯერებულ გზავნილს, მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ რაღაცით განსხვავებული ან ცუდები არიან. თავის მხრივ, ეს უარყოფითად აისახება მათ თავდაჯერებაზე და…, სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებაა, ხოლო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქმედება - ამ უფლების დაცვაა. შესაძლებელია ცალკეულ ადამიანს ან ჯგუფს არ დაეთანხმო ან გააკრიტიკო ისე, რომ მათ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას საფრთხე არ შეუქმნა. სიძულვილის ენა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან ისინი, ვინც სიძულვილის ენის სამიზნეა, ვერ გრძნობენ თავს…, რას ნიშნავს ტროლინგი?, „ტროლინგი“ ნიშნავს ინტერნეტში პოსტების ან კომენტარების განთავსებას სხვებისგან რეაქციის პროვოცირების მიზნით. ტროლინგის მიზანია ვინმესთვის ზიანისა და ტკივილის მიყენება და ყურადღების მიქცევა. ტროლინგი სიძულვილის ენად იქცევა მაშინ, როცა ქმედებები ახალისებს სიძულვილსა და დისკრიმინაციას ცალკეული ადამიანების თუ ჯგუფის იდენტობის წინააღმდეგ ისეთი ნიშნებით…, როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიძულვილის ენის შესახებ?, ბავშვთან ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა სიძულვილი, რასიზმი, სექსიზმი და ქსენოფობია ბევრი მშობლისთვის შეიძლება არ იყოს კომფორტული. თუმცა აუცილებელია, შევეცადოთ შევქმნათ უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვი შეძლებს გესაუბროთ და გაგიზიაროთ ნებისმიერი საკითხი, რომელზეც ფიქრობს.     სხვადასხვა ოჯახში ასეთი საუბარი შეიძლება სხვადასხვანაირად შედგეს, თუმცა…, 1. გაანათლეთ ბავშვი სიძულვილის ენის შესახებ, აუხსენით ბავშვს, რომ ყველას აქვს უფლება, საზოგადოებაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და მიიღოს ღირსეული მოპყრობა და პატივისცემა. სიძულვილის ენა არასდროს არის გამართლებული და მისი აღმოფხვრა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ერთად გამოიკვლიეთ, რა არის სიძულვილის ენა, იმისთვის რომ თქვენმა შვილმა შეძლოს მისი ამოცნობა მაშინ, როცა იგი მის მიმართ, ან მისი…, 2. სიძულვილის ენა ინტერნეტში, ინტერნეტი და სოციალური მედია გვაძლევს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების, ინტერესების მიყოლის  და საზოგადოების  ნაწილად ყოფნის საშუალებას. სამწუხაროდ, იმავე ციფრული პლატფორმების გამოყენებით იოლია სიძულვილით გაჯერებული კონტენტის შექმნა, ხშირ შემთხვევაში - ანონიმურად, და ფართო აუდიტორიებზე სწრაფად გავრცელება. ინტერნეტის საშუალებით,…, 3. ღიად და ხშირად ესაუბრეთ ბავშვებს, რაც უფრო ხშირად ესაუბრებით ბავშვებს ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა სიძულვილის ენა, რასიზმი და ქსენოფობია, მით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ ისინი თავს, როცა მას განიცდიან. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, ყოველდღიურად ისაუბროთ აღნიშნული თემების შესახებ. მაგალითად, თუ ტელევიზორში ნახავთ შესაბამის თემას, შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს შვილს, თუ რა იცის…, 4. დაუპირისპირდით სიძულვილის ენას, გახსოვდეთ, რომ ხართ მაგალითი თქვენი შვილისთვის და დაფიქრდით თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში. ისარგებლეთ ყველა შესაძლებლობით, უარყოთ სიძულვილის ენა და დაიცვათ ყველა ადამიანის უფლება, მიიღოს ღირსეული მოპყრობა და პატივისცემა. აუხსენით ბავშვს, რომ თუ წავაწყდებით სიძულვილის ენას, შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ადამიანს ან ჯგუფს,…, 5. მიიღეთ მრავალფეროვნება, აუხსენით თქვენს შვილს, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც კარგია. ყველა რომ ერთნაირი ყოფილიყო, სამყარო ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ღიაობისა და ცნობისმოყვარეობის წახალისებით შეგიძლიათ ბავშვებს დაეხმაროთ განსხვავებების დანახვასა და დაფასებაში. ამით ხელს უწყობთ მათგან განსხვავებულ ადამიანებთან დიალოგს, გაგებას და ემპათიას.  , რა მოვიმოქმედო, თუ ჩემი შვილი სიძულვილის ენის სამიზნე გახდა?, ყველა ბავშვს აქვს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ტრავმისა და ცუდი მოპყრობისგან დაცვის უფლება. სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ ინციდენტს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სიტუაციის შესაბამისად, უნდა მივმართოთ ბავშვის სკოლას, სოციალურ პლატფორმას, სადაც მოხდა ძალადობა, ან პოლიციას.  , მოუსმინეთ და გაამხნევეთ, თუ თქვენი შვილის წინააღმდეგ გამოიყენეს სიძულვილის ენა, უპირველეს ყოვლისა უნდა მისცეთ საკმარისი დრო, აგიხსნათ რა მოხდა. ყურადღებით მოუსმინეთ და უთხარით, რომ მოხარული ხართ, რომ თქვენ მოგმართათ. აგრძნობინეთ, რომ მას გულისყურით უსმენენ და მხარს უჭერენ. ნათლად აუხსენით, რომ სიძულვილის ენა არასწორია და რომ თქვენმა შვილმა მისი იდენტობის ყველა ნიუანსით…, სიძულვილის ენა თქვენი ბავშვის სკოლაში, თუ სიძულვილის ენა მოდის თქვენი ბავშვის სკოლის რომელიმე მოსწავლისგან, აუცილებლად აცნობეთ სკოლას. განიხილეთ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, თუ როგორ შეუძლიათ დაიცვან თქვენი ბავშვის უსაფრთხოების უფლება, ასევე ის, თუ რა შედეგებს მოუტანს სიძულვილის ენა მის ავტორს. დაუყოვნებელი და არაძალადობრივი დისციპლინარული ზომა ორიენტირებული უნდა იყოს ქცევის…, როგორ მოვიქცეთ, თუ თქვენი შვილის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენა სკოლის გარედან მოდის?, თუ სიძულვილის ენა მოდის იმ პირისგან, რომელიც თქვენი შვილის სკოლასთან არ ასოცირდება, ჩაიწერეთ (ან დასქრინეთ) მტკიცებულება და პოლიციაში განაცხადეთ. არ დააყოვნოთ პოლიციასთან გასაუბრება, თუ გაქვთ რამე წუხილი ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.  , სიძულვილის ენა ინტერნეტში, მტკიცებულება გაუგზავნეთ სოციალური მედია პლატფორმას. გაარკვიეთ, რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი პლატფორმა(-ებ)ზე სიძულვილის ენის ავტორის დაბლოკვის ან შეზღუდვის მიზნით. ქვემოთ მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ მოხსენებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რესურსები სხვადასხვა პოპულარული პლატფორმისთვის: Facebook Instagram Kik Snapchat TikTok Tumblr…
10 იანვარი 2024

როგორ (და რატომ) ვესაუბროთ ბავშვებს სიძულვილის ენის შესახებ

სიძულვილის ენა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ონლაინ კომუნიკაციის ზრდამ განსაკუთრებულად შეუწყო ხელი მის სწრაფ და ფართოდ გავრცელებას. პირად თუ ონლაინ ურთიერთობაში, გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველა ბავშვი წააწყდება სიძულვილის ენას. მნიშვნელოვანია, მშობლებმა ვესაუბროთ ბავშვს სიძულვილის ენის შესახებ, რათა დავეხმაროთ მის ამოცნობაში და ვასწავლოთ, როგორ…, სიძულვილის ენის შემთხვევები, რას ნიშნავს სიძულვილის ენა?, სიძულვილის ენა შეიძლება აღვწეროთ, როგორც ვერბალური, ნაწერით ან ქცევით გამოხატული კომუნიკაცია, რომლითაც ხდება თავდასხმა ან დისკრიმინაცია ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ მისი იდენტობის მახასიათებლის გამო, როგორიცაა რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, ეროვნება, რასა, კანის ფერი, წარმომავლობა, შეზღუდული შესაძლებლობები, ასაკი, გენდერი ან სექსუალური ორიენტაცია,…, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სიძულვილის ენამ ბავშვებს?, ბავშვები და ახალგაზრდები სიძულვილის ენის წინაშე განსაკუთრებულად დაუცველები არიან. როცა ბავშვებს ესმით ან კითხულობენ უშუალოდ მათ, ან მათი იდენტობის - რასის, კანის ფერისა თუ გენდერის მიმართ სიძულვილის ენით გაჯერებულ გზავნილს, მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ რაღაცით განსხვავებული ან ცუდები არიან. თავის მხრივ, ეს უარყოფითად აისახება მათ თავდაჯერებაზე და…, სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებაა, ხოლო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქმედება - ამ უფლების დაცვაა. შესაძლებელია ცალკეულ ადამიანს ან ჯგუფს არ დაეთანხმო ან გააკრიტიკო ისე, რომ მათ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას საფრთხე არ შეუქმნა. სიძულვილის ენა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან ისინი, ვინც სიძულვილის ენის სამიზნეა, ვერ გრძნობენ თავს…, რას ნიშნავს ტროლინგი?, „ტროლინგი“ ნიშნავს ინტერნეტში პოსტების ან კომენტარების განთავსებას სხვებისგან რეაქციის პროვოცირების მიზნით. ტროლინგის მიზანია ვინმესთვის ზიანისა და ტკივილის მიყენება და ყურადღების მიქცევა. ტროლინგი სიძულვილის ენად იქცევა მაშინ, როცა ქმედებები ახალისებს სიძულვილსა და დისკრიმინაციას ცალკეული ადამიანების თუ ჯგუფის იდენტობის წინააღმდეგ ისეთი ნიშნებით…, როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიძულვილის ენის შესახებ?, ბავშვთან ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა სიძულვილი, რასიზმი, სექსიზმი და ქსენოფობია ბევრი მშობლისთვის შეიძლება არ იყოს კომფორტული. თუმცა აუცილებელია, შევეცადოთ შევქმნათ უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვი შეძლებს გესაუბროთ და გაგიზიაროთ ნებისმიერი საკითხი, რომელზეც ფიქრობს.     სხვადასხვა ოჯახში ასეთი საუბარი შეიძლება სხვადასხვანაირად შედგეს, თუმცა…, 1. გაანათლეთ ბავშვი სიძულვილის ენის შესახებ, აუხსენით ბავშვს, რომ ყველას აქვს უფლება, საზოგადოებაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და მიიღოს ღირსეული მოპყრობა და პატივისცემა. სიძულვილის ენა არასდროს არის გამართლებული და მისი აღმოფხვრა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ერთად გამოიკვლიეთ, რა არის სიძულვილის ენა, იმისთვის რომ თქვენმა შვილმა შეძლოს მისი ამოცნობა მაშინ, როცა იგი მის მიმართ, ან მისი…, 2. სიძულვილის ენა ინტერნეტში, ინტერნეტი და სოციალური მედია გვაძლევს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების, ინტერესების მიყოლის  და საზოგადოების  ნაწილად ყოფნის საშუალებას. სამწუხაროდ, იმავე ციფრული პლატფორმების გამოყენებით იოლია სიძულვილით გაჯერებული კონტენტის შექმნა, ხშირ შემთხვევაში - ანონიმურად, და ფართო აუდიტორიებზე სწრაფად გავრცელება. ინტერნეტის საშუალებით,…, 3. ღიად და ხშირად ესაუბრეთ ბავშვებს, რაც უფრო ხშირად ესაუბრებით ბავშვებს ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა სიძულვილის ენა, რასიზმი და ქსენოფობია, მით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ ისინი თავს, როცა მას განიცდიან. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, ყოველდღიურად ისაუბროთ აღნიშნული თემების შესახებ. მაგალითად, თუ ტელევიზორში ნახავთ შესაბამის თემას, შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს შვილს, თუ რა იცის…, 4. დაუპირისპირდით სიძულვილის ენას, გახსოვდეთ, რომ ხართ მაგალითი თქვენი შვილისთვის და დაფიქრდით თქვენს სიტყვებსა და ქმედებებზე, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში. ისარგებლეთ ყველა შესაძლებლობით, უარყოთ სიძულვილის ენა და დაიცვათ ყველა ადამიანის უფლება, მიიღოს ღირსეული მოპყრობა და პატივისცემა. აუხსენით ბავშვს, რომ თუ წავაწყდებით სიძულვილის ენას, შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ადამიანს ან ჯგუფს,…, 5. მიიღეთ მრავალფეროვნება, აუხსენით თქვენს შვილს, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც კარგია. ყველა რომ ერთნაირი ყოფილიყო, სამყარო ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ღიაობისა და ცნობისმოყვარეობის წახალისებით შეგიძლიათ ბავშვებს დაეხმაროთ განსხვავებების დანახვასა და დაფასებაში. ამით ხელს უწყობთ მათგან განსხვავებულ ადამიანებთან დიალოგს, გაგებას და ემპათიას., რა მოვიმოქმედო, თუ ჩემი შვილი სიძულვილის ენის სამიზნე გახდა?, ყველა ბავშვს აქვს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ტრავმისა და ცუდი მოპყრობისგან დაცვის უფლება. სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ ინციდენტს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სიტუაციის შესაბამისად, უნდა მივმართოთ ბავშვის სკოლას, სოციალურ პლატფორმას, სადაც მოხდა ძალადობა, ან პოლიციას.  , მოუსმინეთ და გაამხნევეთ, თუ თქვენი შვილის წინააღმდეგ გამოიყენეს სიძულვილის ენა, უპირველეს ყოვლისა უნდა მისცეთ საკმარისი დრო, აგიხსნათ რა მოხდა. ყურადღებით მოუსმინეთ და უთხარით, რომ მოხარული ხართ, რომ თქვენ მოგმართათ. აგრძნობინეთ, რომ მას გულისყურით უსმენენ და მხარს უჭერენ. ნათლად აუხსენით, რომ სიძულვილის ენა არასწორია და რომ თქვენმა შვილმა მისი იდენტობის ყველა ნიუანსით…, სიძულვილის ენა თქვენი ბავშვის სკოლაში, თუ სიძულვილის ენა მოდის თქვენი ბავშვის სკოლის რომელიმე მოსწავლისგან, აუცილებლად აცნობეთ სკოლას. განიხილეთ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, თუ როგორ შეუძლიათ დაიცვან თქვენი ბავშვის უსაფრთხოების უფლება, ასევე ის, თუ რა შედეგებს მოუტანს სიძულვილის ენა მის ავტორს. დაუყოვნებელი და არაძალადობრივი დისციპლინარული ზომა ორიენტირებული უნდა იყოს ქცევის…, როგორ მოვიქცეთ, თუ თქვენი შვილის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენა სკოლის გარედან მოდის?, თუ სიძულვილის ენა მოდის იმ პირისგან, რომელიც თქვენი შვილის სკოლასთან არ ასოცირდება, ჩაიწერეთ (ან დასქრინეთ) მტკიცებულება და პოლიციაში განაცხადეთ. არ დააყოვნოთ პოლიციასთან გასაუბრება, თუ გაქვთ რამე წუხილი ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.  , სიძულვილის ენა ინტერნეტში, მტკიცებულება გაუგზავნეთ სოციალური მედია პლატფორმას. გაარკვიეთ, რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი პლატფორმა(-ებ)ზე სიძულვილის ენის ავტორის დაბლოკვის ან შეზღუდვის მიზნით. ქვემოთ მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ მოხსენებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რესურსები სხვადასხვა პოპულარული პლატფორმისთვის: Facebook Instagram Kik Snapchat TikTok Tumblr…
10 თებერვალი 2022

რა ვიცით ომიკრონის ვარიანტის შესახებ?

ომიკრონი, რომელიც Covid-19-ის ერთ-ერთი ვარიანტია, გავრცელების სისწრაფით გამოირჩევა და მთელ მსოფლიოში ინფიცირების უპრეცედენტო მატებას იწვევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ომიკრონის შესახებ სარწმუნო წყაროებიდან უახლესი ინფორმაცია შეგვეგროვებინა და თქვენთვის გაგვეცნო. აქვე, აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე სტატია ახალი ინფორმაციის გამოქვეყნების…, რა არის ომიკრონის ვარიანტი?, კორონავირუსის ახალ ვარიანტს, ომიკრონს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭა, რადგან კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ იგი რამდენიმე სახის მუტაციით ხასიათდება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ვირუსის ქცევის თავისებურებაზე. გარდა ამისა, არსებობს მყარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან…, როგორ გაჩნდა ომიკრონის ვარიანტი?, როცა ვირუსის გავრცელება ფართო მასშტაბებს იძენს და უამრავ ინფექციას იწვევს, შესაბამისად, ვირუსის მუტაციის ალბათობა საკმაოდ იზრდება. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ენიჭება ვირუსს, რომ გავრცელდეს, მით მეტია მისი სახეცვლილი ვარიანტების მიღების შანსიც. ვირუსის ახალი შტამები, მათ შორის, ომიკრონიც, გვახსენებს, რომ კორონავირუსის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.…, ომიკრონის გავრცელების არეალი, ომიკრონი, რომელიც დღეის მონაცემებით თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, თავდაპირველად 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.  , არის თუ არა ომიკრონი უფრო საშიში, ვიდრე - კორონავირუსის სხვა ვარიანტები?, პირველადი მონაცემების თანახმად, ომიკრონით დაინფიცირებულ ადამიანთა შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დელტა ვარიანტთან შედარებით, შემცირებულია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო ომიკრონი ვირუსის „მსუბუქ“ ფორმად არ უნდა მივიჩნიოთ. ვირუსის მზარდი გავრცელება ჰოსპიტალიზაციის საჭიროებასაც გაზრდის.…, არის თუ არა ომიკრონი უფრო მეტად გადამდები?, დიახ, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ომიკრონი უფრო მეტად გადამდებია. თუმცა, ვაქცინაცია და სიფრთხილის ზომების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, თავშეყრის ადგილებისგან თავშეკავება, დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება, მნიშვნელოვანი ღონისძიებებია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თანაც, უკვე ვიცით, რომ მათ ეფექტურად იმუშავეს ვირუსის სხვა ვარიანტების…, ხასიათდება თუ არა ომიკრონის ვარიანტი განსხვავებული სიმპტომებით?, დღესდღეობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც  დაამტკიცებს, რომ ომიკრონი კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებული სიმპტომებით ხასიათდება.  , არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეფექტური ომიკრონთან მიმართებით?, მკვლევრები სწავლობენ, არსებობს თუ არა რაიმე პოტენციური ზეგავლენა, რაც ომიკრონის ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან მიმართებით. დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მოიპოვება, თუმცა არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობა მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ შესაძლოა, მცირედით შემცირდეს, ასევე,…, არის თუ არა გადატანილი კორონავირუსი ეფექტური იარაღი ომიკრონის წინააღმდეგ?, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ გადატანილი კორონავირუსი სხვა შტამების (მაგ. დელტა) შემთხვევაში უფრო ეფექტურ დაცვას წარმოადგენდა, ვიდრე ახლა, როდესაც ომიკრონი მძვინვარებს. თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და როგორც კი უფრო მეტ დეტალს შევიტყობთ საკითხის ირგვლივ, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. იმ…, აჩვენებს თუ არა ამჟამინდელი ტესტები ომიკრონის ვარიანტს?, ფართოდ გამოყენებული PCR და სწრაფი ტესტი კორონავირუსის დასადგენად კეთდება, ორივე მათგანით ომიკრონის ვარიანტის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.    , ომიკრონის პირობებში, იზრდება თუ არა ბავშვების დაინფიცირების რისკი?, კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც კი მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ მყისიერად გაგაცნობთ მას. თუმცა, ის, ვინც  ტრიალებს საზოგადოებაში და არ არის აცრილი, კორონავირუსით დაავადების მომატებული რისკის წინაშე დგანან.  , როგორ შემიძლია დავიცვა საკუთარი თავი და ოჯახი ომიკრონისგან?, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ, ისაა, რომ შეამციროთ თქვენი დაინფიცირების რისკი. იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები, მიმართეთ შემდეგ ზომებს: ატარეთ ნიღაბი და დარწმუნდით, რომ გიფარავთ ცხვირსა და პირს. მხოლოდ სუფთა ხელით გაიკეთეთ ან მოიხსენით ნიღაბი სახიდან. დაიცავით სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანცია.…, რა ვუთხრა ბავშვს ომიკრონისა და კორონავირუსის სხვა ვარიანტების შესახებ?, ინფორმაცია კორონავირუსისა და ომიკრონის ვარიანტის შესახებ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, შესაბამისად, პატარა ბავშვების უმეტესობას ბუნებრივად უჩნდება არაერთი შეკითხვა ვირუსთან დაკავშირებით. ქვემოთ თავმოყრილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ასეთი რთული და კომპლექსური საკითხი ბავშვებს მარტივად და…
06 აგვისტო 2021

ძუძუთი კვება უსაფრთხოდ COVID-19-ის პანდემიის დროს

თუ დედა ხართ ან მალე უნდა გააჩინოთ შვილი, ბუნებრივია, დაგებადოთ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ყველაზე უსაფრთხო თქვენი პატარისთვის COVID-19-ის პანდემიის დროს. მტკიცებულებები ცალსახად ძუძუთი კვების სასარგებლოდ იკვეთება. არ გამოვლენილა COVID-19-ის გადაცემა ძუძუთი კვების გზით ან დედის რძის მიცემით. ძუძუთი კვება, პირდაპირი კონტაქტი კანთან…, გამოვკვებო დედის რძით პანდემიის დროს?, დიახ. არ არსებობს მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19-ის ვირუსი გადაიცემა ძუძუთი კვების დროს. დედის რძე ჩვილს უზრუნველყოფს ანტისხეულებით, რომელიც მასზე ყველა მხრივ ჯანსაღ ზემოქმედებას ახდენს და იცავს ბევრი ინფექციისგან. ძუძუთი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილის რისკს ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში, მთელი ცხოვრების განმავლობაში…, შესაძლებელია COVID-19 თქვენს პატარას ძუძუთი კვებით გადასდოთ?, ჯერ-ჯერობით აქტიური COVID-19 (ვირუსი, რომელსაც შეუძლია ინფექციის გამოწვევა) არ გამოვლენილა არცერთ რძეში, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულ დედას ეკუთვნის, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა COVID-19 დედის რძით ვრცელდებოდეს. მკვლევარები განაგრძობენ რძის ტესტირებას, რომელიც კოვიდ-დადასტურებულ ან სავარაუდოდ კოვიდ-ინფიცირებულ დედებს ეკუთვნით.     , დასაშვებია ძუძუთი კვება, როცა COVID-19 დამიდასტურდა ან ეჭვი მაქვს ინფიცირებაზე?, დიახ, უნდა განაგრძოთ ძუძუთი კვება უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით. COVID-19-ის გადაცემა დედის რძით ან ძუძუთი კვებით არ გამოვლენილა. უსაფრთხოების ზომები გულისხმობს სამედიცინო პირბადის გაკეთებას, ხელების დაბანას საპნითა და წყლით ან ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდით გაწმენდას, თქვენს პატარასთან შეხებამდე და შეხების შემდეგ, იმ ზედაპირების…, გავიკეთო COVID-19-ის ვაქცინა თუ ბავშვს ძუძუთი ვკვებავ ან გამოწველილ რძეს ვაძლევ?, დიახ, COVID-19-ის ვაქცინა რეკომენდებულია ჯანმრთელი ინდივიდებისთვის, რომლებიც ძუძუთი ან გამოწველილი რძით კვებავენ ბავშვებს.    , რამდენად უსაფრთხოა ძუძუთი კვების გაგრძელება COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ?, დიახ, უნდა გააგრძელოთ ძუძუთი კვება ვაქცინაციის შემდეგ, რათა დაიცვათ თქვენი პატარა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არცერთი ვაქცინა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, შესაბამისად, არ არსებობს იმის რისკი, რომ ძუძუთი კვებით თქვენს პატარას ვირუსი გადაეცემა.    , როგორ უნდა მოვიქცე, როცა ზედმეტად შეუძლოდ ვარ ძუძუთი კვებისთვის?, თუ ზედმეტად ავად ხართ იმისთვის, რომ ბავშვი გამოკვებოთ, ეცადეთ მოიფიქროთ დედის რძის მიწოდების ალტერნატიული გზები. სცადეთ რძის გამოწველვა და ბავშვისთვის სუფთა ჭიქით ან კოვზით მიცემა. ასევე შეგიძლიათ განიხილოთ დონორი ადამიანის რძის მიცემა, თუკი ასეთი ადამიანი არსებობს თქვენს არეალში. გაესაუბრეთ ძუძუთი კვების კონსულტანტს ან სამედიცინო დარგის…, გამოვკვებო ძუძუთი, როცა ჩემი ბავშვი ავად არის?, განაგრძეთ თქვენი ბავშვის ძუძუთი კვება, თუ ის ავად გახდება. მიუხედავად იმისა, თქვენს პატარას COVID-19 დაემართება თუ რამე სხვა დაავადება, მნიშვნელოვანია განაგრძოთ მისი გამოკვება დედის რძით. ძუძუთი კვება აძლიერებს თქვენი პატარის იმუნურ სისტემას და თქვენი ანტისხეულები დედის რძით გადაეცემა ბავშვს, რაც მას ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.    , რა უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვა ძუძუთი კვების დროს?, დარწმუნდით, რომ ზუსტად იცავთ ხელის დაბანის ინსტრუქციებს. ხელი უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით თქვენს პატარასთან შეხებამდე და შეხების შემდეგ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსახოცი ალკოჰოლის შემცველობით. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ ზედაპირის გაწმენდა და დეზინფექცია, რომელსაც შეეხებით. ჩვეულებრივ, ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ დედის რძის…, რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ისა და ძუძუთი კვების შესახებ,   COVID-19 -ის დროს ძუძუთი კვების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მითითებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.  სტატიის ავტორია მენდი რიჩი, ციფრული კონტენტის შემქმნელი, გაეროს ბავშვთა ფონდიდან სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 2020 წლის 28 მაისს. ბოლოს განახლდა 2021 წლის 29 ივლისს.
17 მაისი 2021

რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ

მილიონობით ადამიანმა უსაფრთხოდ გაიარა ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს თავდაპირველ მდგომარეობასთან, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად შეგვეძლო გვეკეთებინა ის, რაც გვსიამოვნებდა. ბევრმა ადამიანმა COVID-19-ის ვაქცინა მოკლე დროში ვერ მიიღო, ზოგს კი ბუნებრივი კითხვები უჩნდება ვაქცინაციის პროცესისა და იმის შესახებ,…, ვაქცინაციამდე, მოიძიეთ ინფორმაცია. ინტერნეტში ვაქცინების შესახებ უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მივიღოთ, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, უნდა გაიკეთოთ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა, გაესაუბრეთ ექიმს. შესაძლო გვერდითი მოვლენების…, ვაქცინაციის დღეს, დაიცაცით თქვენი უსაფრთხოება. ვაქცინაციის პუნქტში მისვლისას დაიცავით სიფრთხილე, მაგალითად, დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე თქვენი რიგის მოლოდინში. გქონდეთ კომუნიკაცია. თუ გაქვთ ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, როგორიცაა ორსულობა ან დასუსტებული იმუნური სისტემა საქმის კურსში ჩააყენეთ სამედიცინო პერსონალი. შეინახეთ…, ვაქცინაციის შემდეგ, დარჩით დაკვირვების ქვეშ. სამედიცინო პერსონალი აცრის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უნდა დაგაკვირდეთ, რათა დარწმუნდეს, რომ არ გაქვთ მყისიერი რეაქცია. თუმცა ჯანმრთელობის მხრივ მწვავე რეაქციები ძალიან იშვიათია. მხად იყავით გარკვეული გვერდითი მოვლენებისთვის. ვაქცინების დანიშნულებაა გამოგიმუშაოთ იმუნიტეტი დაავადების რისკების გარეშე. მიუხედავად…
04 მაისი 2021

რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვაქცინების შესახებ

ყოველწლიურად ვაქცინებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს  და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ საყვარელი საქმეების კეთებას, საყვარელ ადამიანებთან ერთად. COVID-19…, როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინები?, ვაქცინები დაავადების გამომწვევი ინფექციური აგენტების - ვირუსების, ბაქტერიების ან სხვა მიკროორგანიზმების იმიტაციის გზით მოქმედებს. ისინი ჩვენს იმუნურ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ სწრაფად და ეფექტურად რეაგირებას  „ასწავლიან“. ტრადიციულად, ეს მიიღწევა ორგანიზმში ინფექციური აგენტის დასუსტებული ფორმის შეყვანის გზით, რაც ჩვენს იმუნურ სისტემას მისი…, არის თუ არა COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხო?, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინები ძალიან სწრაფად მუშავდება, მათ კლინიკური კვლევების პროცესში მკაცრი ტესტირება უნდა გაიარონ იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს. მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვაქცინა შეიძლება დამტკიცდეს ჯანდაცვის…, როგორ მოხერხდა COVID-19-ის ვაქცინების შემუშავება ასე სწრაფად?, კვლევასა და განვითარებაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიციების და გლობალური თანამშრომლობის შედეგად, მეცნიერებმა  COVID-19–ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება რეკორდულ დროში მოახერხეს. ამ პროცესში დაცული იყო უსაფრთხოების ყველა სტანდარტული პროცედურა და მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტები. უაღრესად იმედისმომცემია ის, რომ COVID-19-ის…, COVID-19-ის რომელი ვაქცინაა ჩემთვის საუკეთესო?, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა ძალზე ეფექტურია COVID-19–ის მძიმე დაავადებისგან დასაცავად. საუკეთესო ვაქცინა ისაა, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია თქვენთვის!, ეფექტურად დაგვიცავს თუ არა COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინები დაავადების ახალი შტამებისგან?, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე დამტკიცებული ვაქცინები სავარაუდოდ გარკვეულწილად ახალი შტამბებისგანაც იცავს. მსოფლიოს ექსპერტები გამუდმებით სწავლობენ ახალი შტამების ზემოქმედებას ვირუსის ქცევაზე, მათ შორის, მათ პოტენციურ ზემოქმედებას COVID-19 ვაქცინების ეფექტურობაზე. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან…, ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში?, იმის გამო, რომ 2021 წელს გლობალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ვაქცინების საკმარისი ოდენობის წარმოების შესაძლებლობები არ არის, ერთდროულად ყველა ადამიანის აცრა შეუძლებელია. ქვეყნებმა უნდა გამოავლინონ მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  უწევს რეკომენდაციას. ესენი არიან წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო…, რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ COVID-19-ის აცრა?, თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თქვენ COVID-19-ის აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს. დღეისათვის დადგენილია, რომ უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, COVID-19-ის აცრა არ უნდა გაიკეთონ ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონე პირებმა: მათ, ვისაც ალერგიული რეაქცია აქვთ COVID-19-ის ვაქცინაში…, საჭიროა თუ არა აცრა იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 უკვე გადატანილი მაქვს?, დიახ, იმუნიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ.  მიუხედავად იმისა, რომ COVID-19–ისგან განკურნებულ ადამიანებს შეიძლება ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი განუვითარდეთ, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გრძელდება ის ან რამდენად ხართ დაცული. ვაქცინაცია უფრო საიმედო დაცვას გვთავაზობს., შეიძლება თუ არა ავიცრა თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე მყავს?, მკვლევარები ამჟამად სწავლობენ COVID-19-ის ვაქცინაციის გავლენას მეძუძურ ქალებზე, მაგრამ ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს მეძუძური ქალების აცრას იმ შემთხვევაში, თუ ისინი  ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში შედიან, მაგალითად მათთვის, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ძუძუთი კვება შეიძლება იმუნიზაციის…, შეიძლება თუ არა COVID-19-ის აცრის გაკეთება ორსულობის დროს?, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად COVID-19–ით მძიმედ დაავადების რისკი დაბალია, ორსულობა თქვენს რისკებს ზრდის. COVID-19-ის ვაქცინით ორსული ქალების აცრის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკითხები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მაგრამ არ არსებობს რაიმე ცნობილი მიზეზი, რომელიც ორსულთა ვაქცინაციით მიღებულ სარგებელს გადაწონის. ამის გამო, ექიმთან კონსულტაციის…, ახდენს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ზემოქმედებას ფერტილურობაზე?, არა, არ ახდენს. სოციალურ ქსელში თქვენ შეიძლება წაკითხული გქონდეთ ასეთი მცდარი შეხედულებების შესახებ, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე ვაქცინამ, მათ შორის COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალებისა და მამაკაცების ფერტილურობაზე. თუ თქვენ ამჟამად დაორსულებას ცდილობთ, არ არის იმის საჭიროება, რომ ორსულობას მოერიდოთ COVID-19…, საჭიროა თუ არა ბავშვების აცრა  COVID-19-ის ვაქცინით?, ბავშვების იმუნური სისტემა განსხვავდება ზრდასრულთა იმუნური სისტემისგან და შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მათი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული COVID-19 ვაქცინები არ არის რეკომენდებული 16-18 წლამდე ასაკის პირებისთვის მაშინაც კი, თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ბავშვებზე…, როდის იქნება COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი ჩემს ქვეყანაში?, ვაქცინების განაწილება გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს და მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირია. გირჩევთ მიმართოთ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია თქვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. COVAX-ის პლატფორმის სახელით, გაეროს ბავშვთა ფონდი ყიდულობს COVID-19-ის ვაქცინებს და აწვდის მათ…, რა არის COVAX-ის პლატფორმა?, COVAX-ის პლატფორმა გლობალური ძალისხმევაა, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის ვაქცინების შემუშავებისა და  წარმოების დაჩქარებას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი სამართლიანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. არც ერთი ქვეყანა არ იქნება COVID-19-ისგან დაცული მანამ, სანამ  ყველა ქვეყანა არ იქნება დაცული. COVAX-ის პლატფორმაში ჩართულია 190…, ინტერნეტში COVID-19-ის ვაქცინების შესახებ არაზუსტ ინფორმაციას წავაწყდი. როგორ მოვიქცე?, სამწუხაროდ, ინტერნეტში უამრავი არაზუსტი ინფორმაცია არსებობს COVID-19 ვირუსის და ვაქცინების შესახებ. ჯანმრთელობის კრიზისის დროს დეზინფორმაციამ შეიძლება პარანოია, შიში და სტიგმატიზაცია გამოიწვიოს. მას ასევე შეუძლია  ადამიანი ვირუსის მიმართ დაუცველი ან უფრო მეტად მოწყვლადი გახადოს. მიიღეთ გადამოწმებული ინფორმაცია და რჩევები სანდო წყაროებიდან,…, მოქმედებს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები დნმ-ზე?, არა, COVID-19-ის არც ერთი ვაქცინა არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენს დნმ-ზე. მესენჯერი RNA ან mRNA ვაქცინები ასწავლის უჯრედებს თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც  სხეულში იმუნურ რეაქციას იწვევს. ამ რეაქციის დროს წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც  ვირუსისგან გიცავთ. mRNA განსხვავდება დნმ-ისგან და უჯრედის შიგნით  მხოლოდ დაშლამდე რჩება, დაახლოებით…, შეიცავს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები ცხოველურ პროდუქტებს?, არა, COVID-19-ის არცერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული, ცხოველურ პროდუქტებს არ შეიცავს., როგორ შემიძლია დავიცვა ჩემი ოჯახი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე?, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები მდგომარეობას ძირეულად ცვლიან, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დონეზე შეუძლიათ მათ დაგიცვან ინფექციისგან და მისი გადაცემისაგან. ამ ეტაპზე, აცრის გაკეთების შემდეგაც კი, ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის ზომების მიღება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი პირების დასაცავად. ეს გულისხმობს პირბადეების ტარებას, ფიზიკური…