ჩვენ შესახებ
იუნისეფი საქართველოში - ბავშვთა უფლებების დასაცავად 190-ზე მეტ ქვეყანაში
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან, რომ დავიცვათ ბავშვები სიღარიბისაგან, ჩაგვრისა და ძალადობისაგან, ექსპლუატაციისა და ოჯახური მზრუნველობის გარეშე დარჩენისაგან.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ შემცირდეს დედათა და ბავშვთა და სიკვდილიანობა, აღმოიფხვრას ბავშვზე ძალადობის ყველა ფორმა, გაუმჯობესდეს ბავშვთა სოციალური დაცვა, პრიორიტეტი მიენიჭოს ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებას, მათ შორის, სკოლამდელ განათლებას. ხელს ვუწყობთ გაუმჯობესდეს ზოგადი განათლება 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით, შეიქმნას თითოეული ბავშვისთვის ოჯახური გარემო, მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ინკლუზია და აღმოიფხვრას ნეგატიური სოციალური ნორმებიდა სტერეოტიპები.
ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას ბავშვებთან და დედებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველ მონაცემთა შეგროვებაში, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და პოლიტიკა ეფუძნებოდეს სანდრო მონაცემებს და ხელს უწყობდეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.