ჩვენი მანდატი
ვიცავთ ყველა ბავშვის უფლებებს
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
გაეროს ბავშვთა ფონდს აქვს ბავშვთა უფლებების დაცვის მანდატი. ჩვენი მიზანია, თითოეული ბავშვი იყოს დაცული, ჯანმრთელი და განათლებული, განსაკუთრებით კი, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მიღმა დარჩენილი ბავშვები.
ჩვენი მანდატი ეფუძნება 1989 წელს მიღებულ, „ბავშვის უფლებათა კონვენციას“, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვის უნივერსალურ, განუყოფელ უფლებებს და მდგრადი განვითარების მიზნებს, რომლებიც მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებმა 2015 წელს მიიღეს და ყველა ქვეყანას ეხება.