პარტნიორობა და ელჩები
პარტნიორობა იუნისეფის საქმიანობის საფუძველია.
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
პარტნიორობა
პარტნიორობა იუნისეფის საქმიანობის საფუძველია.
საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობა უფრო ეფექტიანს ხდის იუნისეფის მუშაობას ბავშვებისათვის.
ჩვენ ვამყარებთ და ვაუმჯობესებთ თანამშრომლობას ბავშვთა კეთილდღეობის მისაღწევად, უთანასწორობის შესამცირებლად და ბავშვის უფლებათა დარღვევის ყველაზე მძიმე ფორმების აღმოსაფხვრელად.
იუნისეფის ელჩი
იუნისეფის ელჩები გვეხმარებიან თითოეული ბავშვის უფლებათა დაცვაში, მაგალითს აძლევენ ადამიანებს, რომ იზრუნონ ბავშვთა საკითხებზე.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს ელჩებს ერთი რამ აერთიანებთ: ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის თავდაუზოგავი ძალისხმევა. ისინი იპყრობენ საზოგადოების ყურადღებას და მას ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებებისკენ მიმართავენ.
ნიკოლოზ რაჭველი, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი საქართველოში
რუსთაველის სახელმწიფო პრემიის მფლობელი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პროდიუსერი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი ნიკოლოზ რაჭველი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩია საქართველოში 2017 წლიდან.
ნიკოლოზ რაჭველი თავისი საქმიანობის ფარგლებში ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის არა ერთ კამპანიაში და გამართა მასტერკლასების სერია ახალგაზრდებისთვის დევიზით, „შექმენი შენი მომავალი“.
ელჩის ამპლუაში ნიკოლოზ რაჭველი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ბავშვის ოჯახზე უფლების ადვოკატირებასა და ხარისხიანი განათლების უფლების დაცვის მიმართულებით.
ირმა ხეცურიანი, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი საქართველოში
ცნობილი ეტლით მოფარიკავე და პარასპორტსმენი საქართველოში ირმა ხეცურიანი 2023 წლის ნოემბერში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა საქართველოში. იგი წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებებს ადვოკატირებს. ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2017 და 2022 წელს, ხოლო ევროპის ჩემპიონი 2022 წელს და იგი მსოფლიო თასის 21 გზის ოქროს მფლობელია. 2015 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ირმა ხეცურიანი საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის წოდებას ატარებს.
ირმა ხეცურიანი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების, მენტალური ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიმართულებით.