იუნისეფი საქართველოში

საინფორმაციო ბიულეტენი #1 (#19)

Child in KIndergarten
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

ძირითადი

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები, ისევე, როგორც დაზარალებული ან მოწმე ბავშვები 2015 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შედეგად ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემით ისარგებლებენ. კოდექსი წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ჩარჩოს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა შესაბამისობაში მოჰყავს საერთაშორისო სტანდარტებთან.

კოდექსი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა, 2016 წლის იანვარში შევიდა ძალაში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას მართლმსაჯულების სისტემაში და რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების დამკვიდრებას. კერძოდ, კოდექსით გათვალისწინებულია პროფესიონალთა სპეციალიზაცია; თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, ალტერნატიული ზომებისა და არასადამსჯელო მექანიზმების შემოღება და კანონთან კონფლიქტში მყოფი და დანაშაულის მსხვერპლი ან მოწმე ბავშვების, ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვების მიმართ ინდივიდუალური მიდგომების შემოღება.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური