თითქმის ნახევარი მილიონი ბავშვი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ცხოვრობს რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში

„წინ დიდი გზაა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის ხანგრძლივი, მტკივნეული მემკვიდრეობის დასრულებამდე“ - გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ანგარიში ხაზს უსვამს, რომ რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მაჩვენე

18 იანვარი 2024
Roman and Yevhenia from Kryvyi Rih with their adopted children Yuliia (15) and Mark (8).
UNICEF/UNI408635/Bonda

ჟენევა, 2024 წლის 18 იანვარი – თითქმის ნახევარი მილიონი, უფრო დაზუსტებით კი - 456,000 ბავშვი ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ცხოვრობს რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში, მათ შორის დიდი ზომისდაწესებულებებში, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში.

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში „გზ უკეთესი დაცვისკენ: ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ალტერნატიულ მზრუნველობაში მყოფი ბავშვების მდგომარეობის შეფასება“ აღნიშნულია, რომ ბავშვთა დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ორჯერ აღემატებამსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, სადაც 100,000 ბავშვზე 232 ცხოვრობს რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში.შედარებისთვის, მსოფლიოს მაჩვენებელია ბავშვთა დაწესებულებებში მცხოვრები 105 ბავშვი ყოველ 100,000 ბავშვზე.

„ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ევროპისა და ცენტრალური აზიის ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის ხანგრძლივი და მტკივნეული მემკვიდრეობის დასრულებამდე. გარკვეული გაუმჯობესებების მიუხედავად, პროგრესი არ არის თანაბარი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ამ მხრივ ჩამორჩნენ“, - განაცხადა რეგინა დე დომინიკისმა, გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

დასავლეთ ევროპაში აღინიშნება რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში ბავშვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 294 ყოველ 100,000 ბავშვზე, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში დაწესებულებები, როგორც წესი, არის ზომის და საზოგადოებებში ინტეგრირებულია, ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის ნაცვლად აღნიშნული ქვეყნები კვლავ ზედმეტად დამოკიდებული რჩება რეზიდენტულ ზრუნვაზე. მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ განპირობებულია ბოლო წლებში ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა, ქუჩაში უფროსის გარეშე დარჩენილი ან განცალკევებული ბავშვებისა და  ახალგაზრდების რაოდენობის ზრდით.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია რამდენიმე დადებითი ტენდენცია. მაგალითად, 2010 წლიდან ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების პროპორციის შემცირება. ბულგარეთში, მოლდოვასა და საქართველოში მონაცემები ცხადყოფს, რომ ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და ოჯახური ტიპის დაწესებულებები ბავშვებზე ზრუნვის დომინანტი ფორმა ხდება, რაც მეტწილად სახელმწიფოს მიერ გატარებული დეინსტიტუტიზაციის პოლიტიკისა და ინვესტიციის განხორციელების შედეგია. თურქეთსა და რუმინეთში კი, რეზიდენტული ხრუნვის დაწესებულებებში მაცხოვრებელ ბავშვთა რაოდენობა შემცირდა იმ ინვესტიციის შედეგად, რომელიც ჩაიდო ოჯახების გაძლიერების, პრევენციისა და მინდობით აღზრდის კულტურის დამკვიდრების კუთხით.

მიუხედავად ამისა, მცირე პროგრესი შეინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომელთა განთავსება რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში უფრო ხშირია, ვიდრე იმ ბავშვებისა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები არ აქვთ. იმ ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომია მონაცემები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წილი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ბავშვების 4%-დან 87%-მდეა. ხელმისაწვდომი მონაცემების მქონე ქვეყნების ნახევარზე მეტში, 2015-დან 2021 წლამდე გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წილი ყველა ტიპის ფორმალურ რეზიდენციულ ზრუნვაში.

ოჯახისგან განცალკევებისა და დაწესებულებაში განთავსების უარყოფითი შედეგები ბავშვის ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და კეთილდღეობაზე კარგადაა აღწერილი და გამოკვლეული. დიდ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები ხშირად ხდებიან ექსპლუატაციისა და უგულებელყოფის მსხვერპლნი, რაც ამწვავებს მენტალურ პრობლემებს, ფსიქოლოგიური სტრესისა და ტრავმის მიღების ალბათობას. 

დიდ დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებს უჭირთ პოზიტიური ურთიერთობების დამყარება ბავშვობასა და მოზარდობის პერიოდში, რის გამოც ისინი ხშირად განიცდიან მარტოსულობასა და საზოგადოებიდან იზოლირების შეგრძნებას. ამგვარ დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ადრეული ასაკიდან ცხოვრობს მსგავს ადგილებში, ხშირად გამოუვლინდებათ ხოლმე კოგნიტური, ლინგვისტური და განვითარების სხვა ტიპის ჩამორჩენა და ხშირად კანონდარმღვევებადაც გვევლინებიან, რაც ინსტიტუციონალიზაციის ერთგვარ უსასრულო ციკლს შეადგენს.

ბავშვთა უფლებების კონვენციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ალტერნატიული ზრუნვის გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს სისტემატიურად დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებები, როგორც ბავშვების საცხოვრებელი და განათლების მიღების ადგილები. ეს მოიცავს იმას, რომ რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებები, სადაც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, უფროსის გარეშე დარჩენილი  და განცალკევებული ბავშვები, ჩაანაცვლოს მაღალი ხარისხის ოჯახზე და საზოგადოებაზე დაფუძნებულმა ზრუნვამ.

გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ უნდა ჩაიდოს ადეკვატური ინვესტიცია ადრეული გამოვლენისა და ადრეული ინვესტიციის კუთხით, რათა საწყის ეტაპზევე მივიღოთ ინფორმაცია რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების შესახებ, გავაძლიეროთ სოციალური მუშაკები, გავაუმჯობესოთ ოჯახის მხარდამჭერი სერვისები და ავიცილოთ ისეთი შედეგები, როგორიცაა ბავშვის ოჯახისგან განცალკევება, ასევე,  მინდობით აღზრდა გახდეს უკეთესი ხარისხის და ამ სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცეს ყველა ბავშვს, ვისაც ის ესაჭიროება. ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მზრუნველობიდან ოჯახზე და საზოგადოებაზე დაფუძნებულ ზრუნვაზე რესურსების გადატანა და ხარისხიან მონაცემებში ინვესტირება.

UNICEF მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან რეგიონის მასშტაბით, რათა დაეხმაროს ოჯახების გაერთიანებას და მხარი დაუჭიროს ოჯახზე და საზოგადოებაზე დაფუძნებულ ზრუნვას. ეს მოიცავს დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, დაცვისა და ოჯახის მხარდაჭერის სერვისების გაზრდას ბავშვების ოჯახებისგან განცალკევების თავიდან ასაცილებლად, ოჯახზე და საზოგადოებაზე დაფუძნებული ზრუნვისა და ოჯახის გაერთიანებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობას და უსაფრთხო გადასვლას დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მუშაობს მთავრობებთან და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, რათა გააუმჯობესოს ალტერნატიულ ზრუნვაზე მყოფი ბავშვების ხელმისაწვდომობა, შედარება და ხარისხი.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად მუშაობს რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა ოჯახებს ერთად ყოფნის საშუალება მიეცეთ და გაძლიერდეს საოჯახო და საზოგადოებრივი ტიპის ზრუნვის მეთოდები. აღნიშნული თანამშრომლობა მოისაზრებს დეინსტიტუტიზაციის პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებას, დაცვისა და ოჯახის მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესებას, რათა ბავშვი არ მოწყდეს თავის ოჯახს, საოჯახო და საზოგადოებრივი ტიპის ზრუნვის მეთოდების გაძლიერებას, ოჯახების გაერთიანებასა და რეინტეგრაციას, ასევე, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ხელშეწყობას. გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მუშაობს ეროვნულ მთავრობებთან და სტატისტიკის სამსახურებთან, რათა გაუმჯობესდეს მონაცემების ხარისხი, ხელმისაწვდომობა და შედარების გაკეთების შესაძლებლობა ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი ბავშვების შესახებ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.