20 ნოემბერი 2020

ჩვენს ინსტაგრამ გვერდს #ბავშვებიმართავენ

ბავშვთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 10-დან 20 ნოემბრამდე გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამ-გვერდს ბავშვები მართავდნენ. ამ პლატფორმიდან ისინი გვიყვებოდნენ, რას ფიქრობენ, რა აწუხებთ და როგორ წარმოუდგენიათ უკეთესი მომავალი. , გიო შენგელია, მე ვარ გიორგი შენგელია, 13 წლის, ნიუტონის თავისუფალი სკოლის 8 კლასის მოსწავლე და დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამ გვერდს ვმართავ. ცოტა რამ ჩემზე: ვცხოვრობ თბილისში, დედასთან, ბებოსთან და ძმასთან ერთად. დღის პირველი ნაწილი ძირითადად გაკვეთილებით მაქვს დაკავებული, შემდეგ კი კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობ და ანიმაციებს ვაკეთებ. ამ საქმით რამდენიმე…, ნათია ჭელიძე, მოგესალმებით, მე ნათია ვარ, 16 წლის, ხულოდან და დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის ინსატგრამ-გვერდს ვმართავ. ეს საპატიო ესტაფეთა ჩემი თანატოლის, გიორგისგან მივიღე.  ჩემი საყვარელი საქმიანობა მოხალისეობაა - ჩემი აზრით, ყველაზე კარგი და დასაფასებელი საქმიანობა, რომლითაც ადამიანებს შორის ემოციების გაცვლა ბუნებრივად და მარტივად არის შესაძლებელი. მოხალისეობა…, გიგი სიჭინავა, გამარჯობა. მე გიგი ვარ, ზუგდიდიდან. გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამ გვერდი ჩემი თანატოლის, ნათიასგან გადმოვიბარე და დღეს მე ვმართავ.  დილა იწყება ძალიან ადრე, ვდგები მაშინ როცა ჩემი ოჯახის ყველა წევრს სძინავს. მივდივარ სახელოსნოში და ვიწყებ ხატვას. მიყვარს ფერები და მუშაობა. როცა ვამთავრებ ვბრუნდები სახლში, იღვიძებენ ჩემი და-ძმა, გვეწყება ონლაინ…, მარიამ პეტრიაშვილი, გამარჯობა , მე ვარ მარიამ პეტრიაშვილი, 16 წლის , წეროვნის დევნილთა დასახლებიდან და დღეს მე ვმართავ იუნისეფის ინსტაგრამ ექაუნთს, რომელიც ჩემი თანატოლის - გიგისგან გადმოვიბარე.  ვსწავლობ 11 კლასში  და ამასთან ერთად ჩართული ვარ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში, პროექტებში, მოხალისოებრივ საქმიანობაში. მიყვარს ახალი ურთიერთობები და ხალხთან კომუნიკაცია…, თაზო ჯოჯუა, გამარჯობა, მე თაზო ჯოჯუა  ვარ და დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამის გვერდს ვმართავ.  ახლა მსურს ჩემზე მოგიყვეთ:  14 წლის ვარ, ვცხოვრობ სოფ. ასკანაში, ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. პირველად, მსგავსი შესაძლებლობა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა მომცა. რომელიც დღემდე ჩემთვის მნიშვნელოვან არაფორმალურ განათლებას…, ნინი ბოკუჩავა, მოგესალმებით, მე ნინი ვარ და ერთი დღით წარვუძღვები იუნისეფის ინსტაგრამ გვერდს მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით.  ვარ 14 წლის ქალაქ თბილისიდან. შევეცდები, ეს დღე იუნისეფის ყველა გამომწერისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, პოზიტიური და ინსპირაციული გავხადო. ჩემი საყვარელი საქმიანობა სწორედ რომ ხალხთან კომუნიკაციაა, შესაბამისად დარწმუნებული…, საბა აბულაძე, გამარჯობა, გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამ გამომწერებო. დღეს ამ გვერდს მე ვმართავ.  ჩემი სახელია საბა და 17 წლის ვარ. ვცხოვრობ თბილისში და მაქვს საყვარელი საქმიანობა - ფოტოგრაფია.  ამ საქმიანობამ, ვიზუალური თხრობა ისე განავითარა ჩემში, რომ კინორეჟისორობა დავისახე მიზნად.  ჩემი სათქმელიც ფოტოგრაფიამ განსაზღვრა, ვისწავლე რამდენად მნიშვნელოვანია…, ანა მუთიძე, გამარჯობათ ☺️👋 მე ვარ ანა მუთიძე 15 წლის ბათუმიდან. ვსწავლობ ბათუმის N2 საჯარო სკოლაში და ვარ მე-10 კლასში... 💕 გატაცებული ვარ ცეკვით და ფოტოგრაფიით...   ვთამაშობ ფრენბურთს (სამოყვარულო დონეზე) 💙 ვარ ზედმეტად პოზიტიური და მხიარული 😂💫 გაწერვიანებული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში (საქართველოს მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია) სკაუტი ვარ 9 წელია და…, ცოტნე ზედგენიძე, მოგესალმებით! დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ყველა ბავშვისათვის და ყველასათვის, ვისაც უყვარს ბავშვები და ზრუნავს მათზე. სწორედ 20 ნოემბერს, 1989 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. ამ დღიდან გაძლიერდა ბავშვების უფლებების დაცვა საქართველოში და შეიქმნა ბავშვების უსაფრთხოების…, შორენა ვარშანიძე, მოგესალმებით, მე ვარ შორენა ვარშანიძე, 13 წლის. დღეს მე ვარ იუნისეფის ინსტაგრამის მასპინძელი. როგორც გითხარით, შორენა მქვია, მაგრამ ყველა „შოშიას“ მეძახის, რაც სულაც არ მწყინს, რადგან ვიცი რომ შოშია ფრინველია, რომელიც საამურად გალობს.  სანამ ჩემ შესახებ მოგიყვებით, ყველას მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ მსოფლიო ბავშვთა დღე <3  ახლა კი ჩემზე:…