06 სექტემბერი 2023

როგორ მოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის

სკოლამდელი აღზრდის დაწყება დიდი ნაბიჯია როგორც თქვენი ბავშვის, ისე თქვენს ცხოვრებაში. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დროის გატარების სწავლა, შესაძლოა, რთული ეტაპი იყოს, თუმცა ფორმალური განათლების გზაზე მოგზაურობის დაწყება საინტერესო პროცესიცაა. გთავაზობთ რჩევებს თქვენი შვილის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასასვლელად.  , 1. დაგეგმეთ ერთობლივი ვიზიტი, თუ შეძლებთ, თქვენს შვილთან ერთად დაგეგმეთ წინასწარი ვიზიტი სწავლის დაწყებამდე. ერთად ითამაშეთ სათამაშო მოედანზე და დაათვალიერეთ ბაღის შიდა სივრცეც. ამგვარად, პირველ დღეს ის ნაცნობ სივრცეში მოხვდება.  , 2. ითამაშეთ თემატური თამაში, გამოიყენეთ თამაში-იმიტაცია, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილს სკოლამდელი აღზრდის იდეასთან შეგუებაში. მორიგეობით გაათამაშეთ სხვადასხვა რუტინული საქმიანობა, როგორიცაა ამბების მოყოლის დრო, სიმღერა და ძილის დრო. ასევე შეგიძლიათ გაცვალოთ როლები - ხან თქვენ იყოთ მასწავლებელი, ხან თქვენი შვილი. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, საბავშვო ბაღი გასართობ ადგილად აღიქვას…, 3. აქციეთ ბაღისთვის მომზადება თამაშად, ივარჯიშეთ ღილებისა და ელვაშესაკრავის შეკვრაში, ზურგჩანთის მოკიდებაში და პალტოს ან ქურთუკის კაუჭზე ჩამოკიდებაში. შეგიძლიათ ფეხსაცმლის ჩაცმაც თამაშად აქციოთ - ნახეთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ამას!  , 4. გაუზიარეთ გამოცდილება, უამბეთ პატარას თქვენი სკოლამდელ დაწესებულებაში წასვლისდროინდელი ისტორიები, როგორ გრძნობდით მაშინ თავს და რა განსაკუთრებული მოგონებები დაგრჩათ. თუ შეგიძლიათ, იპოვეთ თქვენი ან სხვა ნაცნობი ზრდასრული ადამიანების ფოტოები, და ერთად ისაუბრეთ მათ შესახებ.  , 5. შექმენით ახალი რეჟიმი, საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე გაავარჯიშეთ დაძინებისა და ადგომის ახალი რეჟიმი. ბავშვი დააძინეთ ისეთ დროს, რომ ღამე კარგად გამოიძინოს და ისე გაიღვიძოს, რომ არც თქვენ და არც მას არ მოგიწიოთ სიჩქარე მზადებისას. ეს ორივეს მოგცემთ დროს ადაპტაციისთვის. თუ შეძლებთ, შეგიძლიათ დაამკვიდროთ ახალი ტრადიცია - სკოლაში წასვლამდე წინა…, 6. მოუსმინეთ თქვენს შვილს, ჰკითხეთ თქვენს პატარას ბაღში წასვლისას მისი გრძნობების შესახებ და დაარწმუნეთ, რომ აღელვება, წუხილი ან სხვა ემოციები სრულიად ნორმალურია. ახალი საქმე შეიძლება საშიშად და ვეებერთელად მოეჩვენოს, მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება ძალიან სახალისოც იყოს! დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ თქვენ დღის ბოლოს ყოველთვის მოაკითხავთ და ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი იქნება ეს…, 7. შეიმუშავეთ დამშვიდობების გეგმა, დამშვიდობება შეიძლება რთული იყოს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისთვის. როცა ამის დრო დადგება, შეეცადეთ დაემშვიდობოთ სწრაფად და პოზიტიურად - უთხარით, რომ მალე კვლავ ნახავთ ერთმანეთს. შეგიძლიათ შეიმუშავოთ სპეციალური რუტინაც, რომელიც თქვენს შვილს დაამშვიდებს, მაგალითად, ერთად იმღეროთ რამე ან მოიგონოთ ხელის განსაკუთრებული ჩამორთმევა.
19 ივნისი 2023

ნორვეგიის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ აქტივობებს ეცნობიან

თბილისი, საქართველო, 2023 წლის 19 ივნისი - ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოსა და სომხეთში მარკო სოლდიჩი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ემი ქლენსი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ, რათა ერთობლივი პროექტის…