გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის რესპუბლიკა თანამშრომლობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით საქართველოში

16 იანვარი 2024
გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის რესპუბლიკა თანამშრომლობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით საქართველოში
UNICEF/Geo-2024/Sukhitashvili

თბილისი, საქართველო. 17 იანვარი, 2024 წ – დღეს გაიმართა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის და კორეის რესპუბლიკის მთავრობის პირველი პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული  კიმ ტონგ ოპი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომისა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველიმოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იესპერმოლერი. პროექტი საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.

პარტნიორული ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის კრიტიკული ელემენტების გაძლიერებას, განსაკუთრებული აქცენტით წყალზე, სანიტარიაზე, ჰიგიენაზე და იმუნიზაციაზესაქართველოში. თანამშრომლობის შედეგად ასევე გაძლიერდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები, აღმოიფხვრება ხარვეზები, რომლებიც გამოვლინდა COVID-19 პანდემიის დროს და სხვა სიტუაციებში.

„მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ ახალ პარტნიორობას კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან, რათადავეხმაროთ საქართველოს მთავრობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერებაში“, განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, იესპერ მოლერმა.„დიდ მადლობას ვუხდით კორეის რესპუბლიკის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი წვლილისა და მხარდაჭერისთვის. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ძლიერი და მოქნილისაზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისკენ, რადგან ის პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს და ხელს უწყობს უფრო მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობისათვის“.  

პროექტი ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე:

  1. ჯანდაცვის პერსონალის შესაძლებლობების განვითარება: ჯანდაცვის პერსონალის ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების განვითარება მშობლების დასარწმუნებლად, ვაქცინაციის მიმართ ეჭვების გასაქარწყლებლად და რუტინული ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის.
  2. წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის შესახებ მონაცემთა მოპოვება: ჯანდაცვის უწყებების გაძლიერებაშესაბამისი მონაცემების გენერირების მიზნით.
  3. ინფექციების პრევენცია და კონტროლი: მთავრობის მხარდაჭერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის/გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ რეკომენდებული გარემოსდაცვითი და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სახელმძღვანელოსა და პროტოკოლების აღსრულებაში.
გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის რესპუბლიკა თანამშრომლობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით საქართველოში
UNICEF/Geo-2024/Sukhitashvili

ახალი პარტნიორობის ფარგლებში შემუშავდება აკრედიტებული ინტერპერსონალური კომუნიკაციის კურსი, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სამშობიაროებისა და დიდი პოლიკლინიკების ჯანდაცვის სფეროს 2000წარმომადგენელი გაივლის. სესიებს გაუძღვებიან ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც ჩაატარებენ ინტერაქტიულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ტრენინგებს, რათა დაეხმარონ ჯანდაცვის პრაქტიკოსებს მცდარი წარმოდგენების გამოვლენასა და აღმოფხვრაში და აღჭურვონ პოზიტიური ინტერპერსონალური კომუნიკაციის შესახებ აუცილებელი ცოდნითა და უნარებით.

პროექტი შეიმუშავებს და საპილოტო რეჟიმში დანერგავს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვისწყლის, სანიტარიის და ჰიგიენის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას, რაც შესაძლებელს გახდისმონაცემების რეალურ დროში მოპოვებას. პროექტი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის მასშტაბით კლინიკების პერსონალის მიერ მონაცემთა შეგროვებისა და შეფასების შესაძლებლობების გაზრდაზე.

ინიციატივა ასევე ეხება სოფლის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინფექციების პრევენციას და კონტროლს იმ პერსონალის ტრეინინგის მეშვეობით, რომლებიც ჩართულნი არიან გარემოს დასუფთავების სერვისების შემუშავებაში, მართვაში ან ზედამხედველობაში.  

COVID-19 ვაქცინაციისთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ დიდი ზიანი მიაყენა რუტინულ ვაქცინაციას.მიუხედავად ერთობლივი ძალისხმევისა, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება. ერთ-ერთი მათგანია ანტივაქსერულიმოძრაობა, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგება ვაქცინაციის პოპულარიზებას. ვაქცინაციის კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ჯანდაცვის პერსონალის მხრიდან ვაქცინაციის არასაკმარისი მიმღებლობა.ჯანდაცვის პროვაიდერები ყოველთვის იყვნენ მშობლებისა და აღმზრდელებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი და სანდო წყარო. ის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ოჯახებთან და რამდენად ხარისხიანია მათი  კომუნიკაცია და ქმედებები, შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გავლენა იქონიოს პაციენტების გადაწყვეტილებაზე ჩაიტარონ ვაქცინაცია.

COVID-19 პანდემიამ ასევე გამოავლინა წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სერვისების მნიშვნელობა ჯანდაცვის დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო პრაქტიკასა და ხარისხიანი, საყოველთაო პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში. წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის და ნარჩენების მართვის სერვისების შესახებ რეალურ დროში მონაცემების არარსებობა აფერხებს პირველადი ჯანდაცვის სერვისის ხარისხს და ზრდის დაინფიცირების რისკს, რაც შეიძლება ბავშვებისთვის და დედებისთვის საფრთხისშემცველი იყოს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიტორიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.