ახლაგაზრდების უნარების მსოფლიო დღეს, UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალგაზრდული კამპანია დაიწყო

15 ივლისი 2022

წყალტუბო, საქართველო, 15 ივლისი, 2022. 130-ზე მეტი მოზარდი საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობს მოხალისეობრივ საგანმანათლებლო ინიციატივაში „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისათვის“, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან „ჰელფინგ ჰენდი“ და „იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაცია“ ერთად USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

ქალაქ წყალტუბოში, ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღეს დაანონსებული ინიციატივის მიზანია როგორც COVID-19-ის, ასევე რუტინული იმუნიზაციის შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლება და ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

„ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღეს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახალგაზრდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ უნარებს, რომლებიც საჭიროა განვითარებისთვის, განსაკუთრებით დასაქმების შესაძლებლობის, ღირსეული სამუშაოსა და მეწარმეობის კუთხით“, - განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანიაში, რათა ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. მათ ასევე გააუმჯობესეს თავიანთი უნარები და გამოცდილება ამ ინიციატივის დახმარებით“, - დასძინა ხალილმა.

პროექტის მონაწილე მოხალისეებმა უკვე გაიარეს სამდღიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში, იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის ექსპერტების მოდერაციით, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

ტრენინგების შემდეგ მოზარდი მოხალისეები თავიანთ თემში, როგორც თანასწორ-განმანათლებლები, ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს და ღონისძიებებს იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. ისინი აქტიურად იმუშავებენ ჰიგიენის კლუბებში, რათა კიდევ უფრო გაავრცელონ ინფორმაცია იმუნიზაციის შესახებ და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩართონ კამპანიაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად უჭერს მხარს მთავრობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი„კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ დაეხმარა მთავრობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენციისა რა მართვის ზომები და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო,  ცვლილებების მომხდენი აქტორი და განვითარების სფეროში მიღწეული შედეგების მამოძრავებელი ძალა. საქართველოსთან პარტნიორობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში USAID მის დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დღესდღეობით საქართველოში მოქმედი 35-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:  https://www.usaid.gov/georgia.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.