მონაცემთა მონიტორინგი რეალურ დროში / მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დამატება - მესამე ტალღა

კვლევის მესამე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის მაისი-ივნისში.

Real-Time Monitoring Survey - MICS + Report - 3rd wave
UNICEF/GEO-2021/Bejanishvili

ძირითადი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ბოლოს დაიწყო ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევა. კვლევა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე.

კვლევის მიდგომა ემყარება 1 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რესპონდენტებისაგან განმეორებით ინფორმაციის შეგროვებას (პანელური კვლევა).

კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით კვლევის მესამე ტალღისთვის შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1,996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 966 ერთეულით, ხოლო სოფლად 1,030 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

კვლევის მესამე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის მაისი-ივნისში. გამოპასუხების დონემ შეადგინა 83.7 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში - 84.0 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 83.5 პროცენტი.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ინგლისური, ქართული