17 თებერვალი 2022

კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა იქონია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ღელავს კორონავირუსზე, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა რომ აიცრას - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის რეალურ დროში მონიტორინგის კვლევა

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 17 თებერვალი. კვლევის რესპოდენტთა 82 პროცენტზე მეტი წუხს, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრი სერიოზულად დაავადდება კორონავირუსით, თუმცა არავაქცინირებულ რესპოდენტთა 33 პროცენტი ნაკლებ სავარაუდოა აიცრას, ხოლო 35 პროცენტს ჯერაც არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია, ამბობს მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევის მეექვსე და ბოლო…
10 თებერვალი 2022

რა ვიცით ომიკრონის ვარიანტის შესახებ?

ომიკრონი, რომელიც Covid-19-ის ერთ-ერთი ვარიანტია, გავრცელების სისწრაფით გამოირჩევა და მთელ მსოფლიოში ინფიცირების უპრეცედენტო მატებას იწვევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ომიკრონის შესახებ სარწმუნო წყაროებიდან უახლესი ინფორმაცია შეგვეგროვებინა და თქვენთვის გაგვეცნო. აქვე, აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე სტატია ახალი ინფორმაციის გამოქვეყნების…, რა არის ომიკრონის ვარიანტი?, კორონავირუსის ახალ ვარიანტს, ომიკრონს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭა, რადგან კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ იგი რამდენიმე სახის მუტაციით ხასიათდება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ვირუსის ქცევის თავისებურებაზე. გარდა ამისა, არსებობს მყარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან…, როგორ გაჩნდა ომიკრონის ვარიანტი?, როცა ვირუსის გავრცელება ფართო მასშტაბებს იძენს და უამრავ ინფექციას იწვევს, შესაბამისად, ვირუსის მუტაციის ალბათობა საკმაოდ იზრდება. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ენიჭება ვირუსს, რომ გავრცელდეს, მით მეტია მისი სახეცვლილი ვარიანტების მიღების შანსიც. ვირუსის ახალი შტამები, მათ შორის, ომიკრონიც, გვახსენებს, რომ კორონავირუსის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.…, ომიკრონის გავრცელების არეალი, ომიკრონი, რომელიც დღეის მონაცემებით თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, თავდაპირველად 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.  , არის თუ არა ომიკრონი უფრო საშიში, ვიდრე - კორონავირუსის სხვა ვარიანტები?, პირველადი მონაცემების თანახმად, ომიკრონით დაინფიცირებულ ადამიანთა შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დელტა ვარიანტთან შედარებით, შემცირებულია. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო ომიკრონი ვირუსის „მსუბუქ“ ფორმად არ უნდა მივიჩნიოთ. ვირუსის მზარდი გავრცელება ჰოსპიტალიზაციის საჭიროებასაც გაზრდის.…, არის თუ არა ომიკრონი უფრო მეტად გადამდები?, დიახ, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ომიკრონი უფრო მეტად გადამდებია. თუმცა, ვაქცინაცია და სიფრთხილის ზომების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, თავშეყრის ადგილებისგან თავშეკავება, დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება, მნიშვნელოვანი ღონისძიებებია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თანაც, უკვე ვიცით, რომ მათ ეფექტურად იმუშავეს ვირუსის სხვა ვარიანტების…, ხასიათდება თუ არა ომიკრონის ვარიანტი განსხვავებული სიმპტომებით?, დღესდღეობით არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც  დაამტკიცებს, რომ ომიკრონი კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებული სიმპტომებით ხასიათდება.  , არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეფექტური ომიკრონთან მიმართებით?, მკვლევრები სწავლობენ, არსებობს თუ არა რაიმე პოტენციური ზეგავლენა, რაც ომიკრონის ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან მიმართებით. დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მოიპოვება, თუმცა არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობა მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ შესაძლოა, მცირედით შემცირდეს, ასევე,…, არის თუ არა გადატანილი კორონავირუსი ეფექტური იარაღი ომიკრონის წინააღმდეგ?, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ გადატანილი კორონავირუსი სხვა შტამების (მაგ. დელტა) შემთხვევაში უფრო ეფექტურ დაცვას წარმოადგენდა, ვიდრე ახლა, როდესაც ომიკრონი მძვინვარებს. თუმცა, დამატებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და როგორც კი უფრო მეტ დეტალს შევიტყობთ საკითხის ირგვლივ, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. იმ…, აჩვენებს თუ არა ამჟამინდელი ტესტები ომიკრონის ვარიანტს?, ფართოდ გამოყენებული PCR და სწრაფი ტესტი კორონავირუსის დასადგენად კეთდება, ორივე მათგანით ომიკრონის ვარიანტის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.    , ომიკრონის პირობებში, იზრდება თუ არა ბავშვების დაინფიცირების რისკი?, კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც კი მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ მყისიერად გაგაცნობთ მას. თუმცა, ის, ვინც  ტრიალებს საზოგადოებაში და არ არის აცრილი, კორონავირუსით დაავადების მომატებული რისკის წინაშე დგანან.  , როგორ შემიძლია დავიცვა საკუთარი თავი და ოჯახი ომიკრონისგან?, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ, ისაა, რომ შეამციროთ თქვენი დაინფიცირების რისკი. იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები, მიმართეთ შემდეგ ზომებს: ატარეთ ნიღაბი და დარწმუნდით, რომ გიფარავთ ცხვირსა და პირს. მხოლოდ სუფთა ხელით გაიკეთეთ ან მოიხსენით ნიღაბი სახიდან. დაიცავით სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანცია.…, რა ვუთხრა ბავშვს ომიკრონისა და კორონავირუსის სხვა ვარიანტების შესახებ?, ინფორმაცია კორონავირუსისა და ომიკრონის ვარიანტის შესახებ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, შესაბამისად, პატარა ბავშვების უმეტესობას ბუნებრივად უჩნდება არაერთი შეკითხვა ვირუსთან დაკავშირებით. ქვემოთ თავმოყრილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ასეთი რთული და კომპლექსური საკითხი ბავშვებს მარტივად და…
08 თებერვალი 2022

როგორ უნდა დაიცვათ ბავშვის უსაფრთხოება ინტერნეტში, თუკი პანდემიის გამო სახლში ყოფნა გიწევთ

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, თუკი თქვენ და თქვენს ოჯახს გამუდმებით სახლში გიწევთ ყოფნა, მაშინ დიდი ალბათობით, თქვენი შვილები გაცილებით მეტ დროს ატარებენ თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებთან ონლაინ რეჟიმში. დღესდღეობით ხომ თითქმის ყველაფერმა ინტერნეტ-სივრცეში გადაინაცვლა, მათ შორის, სკოლამ, მეგობრებმა, ოჯახის იმ წევრებმა, რომლებიც ჩვენთან არ…, 5 გზა, თუ როგორ დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში, 1. დაიცავით ბავშვები ღია კომუნიკაციის მეშვეობით ესაუბრეთ თქვენს შვილს გულახდილად და ჰკითხეთ, თუ ვის და როგორ ეკონტაქტება ინტერნეტით. დარწმუნდით, რომ ბავშვი აცნობიერებს ისეთი ურთიერთობის მნიშვნელობას, რომელიც სიკეთესა და თანადგომაზეა დამყარებული და იაზრებს, რომ დისკრიმინაციული ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია ურთიერთობის მისაღები ფორმა არ…