12 მაისი 2020

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება - ბავშვების ხმები

სკოლის მოსწავლეობა ისედაც არ არის იოლი, კორონავირუსის პანდემიამ კი განათლების პროცესი და მთლიანად ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა ბავშვების და მოზარდების უმრავლესობისთვის. მას შემდეგ, რაც სკოლები დაიხურა, სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. სპორტული და სხვა სასკოლო ღონისძიებები და აქტივობები გაუქმდა. მეგობრობამ და ადამიანებთან ურთიერთობამ ონლაინ…, მათე დვალიშვილი, 15 წლის, ქუთაისი, კორონავირუსის პანდემიამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სკოლაში სიარულის პერიოდში ვიღლებოდი, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად, ამის შედეგად, იოლად ვიძინებდი. ახლა დღის განმავლობაში ვერ ვიღლები, შესაბამისად, ღამე ვეღარ ვიძინებ, დილითაც გვიან ვიღვიძებ. ამიტომ ვიდეოგაკვეთილებზეც კი ვაგვიანებ ხოლმე  ან საერთოდაც ვაცდენ. ადრე 8 საათზე ვიღვიძებდი,…, ქეთა თხილაიშვილი, 10 წლის, ბათუმი, მას შემდეგ, რაც ჩემს სკოლაში სწავლა შეწყდა, ცხოვრება მთლიანად შემეცვალა. თუ ადრე დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში თანაკლასელებთან ერთად ვატარებდი, ახლა ეს დრო თავისუფალი მაქვს. როცა სკოლაში დავდიოდი, ჩემი განრიგი ასეთი იყო: ვდგებოდი ადრე, ვემზადებოდი სკოლისთვის, მქონდა ასევე დამატებითი გაკვეთილები - გერმანული ენა, ჭადრაკი,  ცეკვის წრე და სხვა. ახლა ჩემი…, სანდრო ტურაბელიძე, 11 წლის, სოფელი ჯიმასტარო, იმერეთი, პანდემიის პირობებში მომიწია დისტანციურ ანუ ონლაინ სკოლაზე გადასვლა. ასე სწავლა არ მიჭირს, ადვილია - სანამ გაკვეთილი დასრულდება, მასწავლებლები ჩაგვაწერინებენ დავალებას, მერე ვაკეთებთ, ვუღებთ რვეულს ფოტოს  და ვუგზავნით მასწავლებელს. შემდეგ გაკვეთილზე რომ შევხვდებით მე, მასწავლებელი და სხვა მოსწავლეები, ჩავაბარებთ გაკვეთილს და მოვუყვებით ყველაფერს…, ელენე იაშვილი, 11 წლის, სოფ. ქვიტირი, მე სოფელ ქვიტირში ვცხოვრობ და ქუთაისის ჭადრაკის სკოლაში ვსწავლობ. წელს დიდი გეგმები მქონდა - ძალიან მინდოდა მეთამაშა საქართველოს, ფოთის, რაჭის და ტყიბულის ტურნირები ჭადრაკში. ტურნირებზე მოგზაურობა ცალკე სიამოვნებაა - ფოთში პარტიის შემდეგ განტვირთვისთვის ზღვაზე გავდიოდით, რაჭაში საღამოს პლედით ვსხდებოდით და სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით, ტყიბულში აუზზე…, ლუკა ტურაბელიძე, 10 წლის, მეოთხე კლასში ვარ და უკვე 2 თვეა ონლაინ ვსწავლობ. სულ არ მიჭირს დისტანციური სწავლა, ვგებულობ ადვილად. თავისუფალ დროს ვერთობი ველოსიპედით, ბურთით. გამიმართლა, რომ ეზო გვაქვს, მთელი დღეები სახლში ჯდომა არ გვიწევს. ისე, სტუმრად აღარ დავდივართ და არც არავინ მოდის ჩვენთან. ამის გამო ცოტა მოვიწყინე. ჩემი კლასელებიც მომენატრნენ, კი ველაპარაკები ტელეფონით…, ნანა სამხარაძე, თეკლა და ლილე მაჭავარიანების დედა, თეკლა და ლილე პანდემიის პერიოდიში სახლში შეძლებისდაგვარად ერთობიან. ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ სწავლა-განათლებას - 4 და 5 წლის არიან და ამ ასაკს რაც შეესაბამება, მივყვებით იმ უნარ-ჩვევების შესწავლას, როგორც შეგვიძლია. ვსწავლობთ ასოებს, რიცხვებს, მიმატება-გამოკლებას, დიდ დროს ვუთმობთ თამაშს. ხან რას ვიგონებთ, ხან რას - პატარა ყვავილების ხეივანიც…, გიორგი კაპჭელაშვილი, 17 წლის, ქუთაისი, ჩემზე ძალიან ცუდად აისახა ეს ცვლილებები. ამდენი ხანი სახლში ყოფნა ჯანმრთელობისთვის მავნებელია. დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ვატარებ. ძალიან მაკლია ადამიანებთან ურთიერთობები. თუ კი ადრე  8 საათზე ვდგებოდი, ახლა შუადღისას ვიღვიძებ. საწოლშივე ტელეფონით ვერთობი, შემდეგ „ვსაუზმობ“ და ისევ - ტელეფონი. გამონაკლისი კვირაში სამი დღეა, როდესაც ონლაინ…, ამიკო ტურაბელიძე, 12 წლის, ძალიან მომწონს ტელესკოლის გადაცემები, ხშირად ვუყურებ ხოლმე. დისტანციური სწავლება მე პირადად ძალიან მომწონს, რადგან უფრო მეტი თავისუფალი დრო მრჩება. ახლა უფრო მეტად ვერთობი ველოსიპედით სეირნობით, ხატვით, მუსიკით. კიდევ, ვეხმარები ბაბუას ვენახში. მეგობრებს ინტერნეტით ვუკავშირდებით, მაგრამ ვერ ვხვდებით ერთმანეთს და ვერ ვესაუბრებით, ვერ ვნახულობთ.…, ნიკა ხელაია, 13 წლის, თავიდან მქონდა შიში, რომ გამიჭირდებოდა დისტანციური მეცადინეობის ათვისება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ისეთი რთული, როგორც ველოდი. შეიძლება ითქვას, იოლიც კია. ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანი ამ ეტაპზე ანატომიაა, რადგან ვაპირებ ექიმი გამოვიდე, კონკრეტულად კი - ქირურგი. ძალიან ბევრ ოლიმპიადაში და შეჯიბრში გამოვდივარ ხოლმე და იმედი მაქვს, სექტემბრიდან…