06 სექტემბერი 2023

როგორ მოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის

სკოლამდელი აღზრდის დაწყება დიდი ნაბიჯია როგორც თქვენი ბავშვის, ისე თქვენს ცხოვრებაში. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დროის გატარების სწავლა, შესაძლოა, რთული ეტაპი იყოს, თუმცა ფორმალური განათლების გზაზე მოგზაურობის დაწყება საინტერესო პროცესიცაა. გთავაზობთ რჩევებს თქვენი შვილის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასასვლელად.  , 1. დაგეგმეთ ერთობლივი ვიზიტი, თუ შეძლებთ, თქვენს შვილთან ერთად დაგეგმეთ წინასწარი ვიზიტი სწავლის დაწყებამდე. ერთად ითამაშეთ სათამაშო მოედანზე და დაათვალიერეთ ბაღის შიდა სივრცეც. ამგვარად, პირველ დღეს ის ნაცნობ სივრცეში მოხვდება.  , 2. ითამაშეთ თემატური თამაში, გამოიყენეთ თამაში-იმიტაცია, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილს სკოლამდელი აღზრდის იდეასთან შეგუებაში. მორიგეობით გაათამაშეთ სხვადასხვა რუტინული საქმიანობა, როგორიცაა ამბების მოყოლის დრო, სიმღერა და ძილის დრო. ასევე შეგიძლიათ გაცვალოთ როლები - ხან თქვენ იყოთ მასწავლებელი, ხან თქვენი შვილი. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, საბავშვო ბაღი გასართობ ადგილად აღიქვას…, 3. აქციეთ ბაღისთვის მომზადება თამაშად, ივარჯიშეთ ღილებისა და ელვაშესაკრავის შეკვრაში, ზურგჩანთის მოკიდებაში და პალტოს ან ქურთუკის კაუჭზე ჩამოკიდებაში. შეგიძლიათ ფეხსაცმლის ჩაცმაც თამაშად აქციოთ - ნახეთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ამას!  , 4. გაუზიარეთ გამოცდილება, უამბეთ პატარას თქვენი სკოლამდელ დაწესებულებაში წასვლისდროინდელი ისტორიები, როგორ გრძნობდით მაშინ თავს და რა განსაკუთრებული მოგონებები დაგრჩათ. თუ შეგიძლიათ, იპოვეთ თქვენი ან სხვა ნაცნობი ზრდასრული ადამიანების ფოტოები, და ერთად ისაუბრეთ მათ შესახებ.  , 5. შექმენით ახალი რეჟიმი, საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე გაავარჯიშეთ დაძინებისა და ადგომის ახალი რეჟიმი. ბავშვი დააძინეთ ისეთ დროს, რომ ღამე კარგად გამოიძინოს და ისე გაიღვიძოს, რომ არც თქვენ და არც მას არ მოგიწიოთ სიჩქარე მზადებისას. ეს ორივეს მოგცემთ დროს ადაპტაციისთვის. თუ შეძლებთ, შეგიძლიათ დაამკვიდროთ ახალი ტრადიცია - სკოლაში წასვლამდე წინა…, 6. მოუსმინეთ თქვენს შვილს, ჰკითხეთ თქვენს პატარას ბაღში წასვლისას მისი გრძნობების შესახებ და დაარწმუნეთ, რომ აღელვება, წუხილი ან სხვა ემოციები სრულიად ნორმალურია. ახალი საქმე შეიძლება საშიშად და ვეებერთელად მოეჩვენოს, მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება ძალიან სახალისოც იყოს! დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ თქვენ დღის ბოლოს ყოველთვის მოაკითხავთ და ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი იქნება ეს…, 7. შეიმუშავეთ დამშვიდობების გეგმა, დამშვიდობება შეიძლება რთული იყოს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისთვის. როცა ამის დრო დადგება, შეეცადეთ დაემშვიდობოთ სწრაფად და პოზიტიურად - უთხარით, რომ მალე კვლავ ნახავთ ერთმანეთს. შეგიძლიათ შეიმუშავოთ სპეციალური რუტინაც, რომელიც თქვენს შვილს დაამშვიდებს, მაგალითად, ერთად იმღეროთ რამე ან მოიგონოთ ხელის განსაკუთრებული ჩამორთმევა.
28 ივლისი 2023

5 რჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ონლაინ სივრცეში

ინტერნეტი უამრავ შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს - გვაკავშირებს ადამიანებთან, გვაძლევს წვდომას ახალ ცოდნაზე და პლატფორმებს ჩვენი მოსაზრებების გასაზიარებლად, თუმცა ონლაინ ყოფნას გამოწვევებიც ახლავს თან. თუ სოციალურმა მედიამ ან ინტერნეტში ყოფნამ მოგიმატათ სტრესი, გაგრძნობინათ შური ან მარტოობა, განგაცდევინათ დაბალი თვითშეფასება ან სოციალური…, 1. მოერიდეთ უმიზნო სქროლვას, დაუკვირდით როგორ მოქმედებს სოციალური მედია და ონლაინ კონტენტი თქვენს ემოციებზე, აზრებსა თუ ქმედებებზე. როგორ გაგრძნობინებთ ის თავს? ახალი ამბების წაკითხვის შემდეგ თავს ინფორმირებულად გრძნობთ თუ დათრგუნულად?  თქვენი მეგობრების წვეულების ფოტოების თვალიერება გსიამოვნებთ თუ გასევდიანებთ?  დილით ტელეფონს რომ იღებთ ხელში, სიახლეების გაგება გინდათ, თუ ეს…, 2. იყავით ყურადღებიანი, ონლაინ მოიპოვება უამრავი აპი და კონტენტი, რომელიც დაგეხმარებათ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. მედიტაციის აპლიკაციებით შეგიძლიათ დაისვენოთ და ფოკუსირდეთ. არის ვებგვერდები, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი პიროვნება, დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს და თემის ნაწილად იგრძნოთ თავი. არსებობს ონლაინ…, 3. დაიცავით თავი და იზრუნეთ სხვებზეც, გადაამოწმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები თქვენი სოციალური მედიის ყველა პროფილზე. დაფარეთ ვებკამერები, როდესაც არ იყენებთ მათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ აპებსა და მომსახურებებზე ონლაინ დარეგისტრირებისას – განსაკუთრებით მაშინ, როცა უთითებთ თქვენს სრულ სახელს, მისამართს ან ტვირთავთ ფოტოს. თუ შეგაწუხათ იმან, რაც ნახეთ ან განიცადეთ ინტერნეტში, უთხარით…, 4. აირჩიეთ სიკეთე, გამოიყენეთ სოციალური მედია სასიკეთოდ, გააზიარეთ პოზიტიური, სასარგებლო კონტენტი და მესიჯები მეგობრებთან, ოჯახთან და თანაკლასელებთან. მაგალითად, შეგიძლიათ მიწეროთ ახლობელს, რომ მათზე ფიქრობთ, დატოვოთ დადებითი კომენტარი ნაცნობის გაზიარებულ პოსტზე. თუ აღმოაჩენთ, რომ პასუხობთ შეტყობინებას ან პოსტს ნეგატიური მესიჯით, შეჩერდით და დაფიქრდით, იქნებ…, 5. იცხოვრეთ რეალური ცხოვრებით, საზღვარი ონლაინ და ოფლაინ სამყაროებს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც ართულებს აწმყოში ცხოვრებას და ამცირებს ადამიანურ კონტაქტს. გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაცის კეთება მხოლოდ იმისთვის შეწყვიტეთ, რომ ამის შესახებ სოციალურ მედიაში დაგეპოსტათ? ან იმის ნაცვლად, რომ მეგობარს დაურეკოთ და შეხვდეთ, მის გამოქვეყნებულ სოც-მედია ისტორიებს ათვალიერებთ?  …